Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მე-9 დღე;რაც რამ ტრენინგი გამივლია გულწრფელად ვიტყვი,რომ ინტელის ტრენინგი მათ შორის ყველაზე საინტერესო და დატვირთული იყო.(თავიდან შემეშინდა კიდეც!)მაგრამ დიანამ იმდენად დაგვაინტერესა, რომ "შიშის"უფლება არ გვაქვს .....ახლა ბოლო დღეა ,სევდამ მომიცა,ამიტომ რომ ..........თუმცა იმდენად საინტრესო იყო ეს ყველაფერი,რომ ნამდვილად გავაკეთებ ანალოგიურ პროექტს და დიანას დახმარება ნამდვილად დამჭირდება.ძალიან მომეწონა მოდულების დეტალურად გაცნობა,შეფასების კრიტერიუმები,ფასილიტაცია ტექნოლოგიებზე და ყველა ის ინფორმაცია ,რომელზეც საკმაოდ ვიმსჯელეთ.შეიძლება ყველაფერი მაღალ დონეზე ვერ გავაკეთე,მაგრამ ვფიქრობ რომ კარგი გამოცდილება მივიღე რაც ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის გამრავალფეროვნებისათვის,შედეგიანი და ნაყოფიერი მუშაობისათვის,იმისთვის,რომ მომავალი თაობა ფუნდამენტურ  ცოდნას მიიღებს. .საკმაოდ   დიდი დრო გავატარეთ ერთად მე და ჩემმა კოლეგებმა,იმდენად შეგვიყვარდა       დიანა,რომ გვიჭირს მასთან განშორება!!!   თუმცა ჭიათურის რძალია და ვფიქრობ ვნახავ ხოლმე!მომეწონა მისი მუშაობის სტილი ის ნამდვილი ფასილიტატორია და შედეგსაც აღწევს(ჩვენი "წვალება")ცოდნის მიღებით დამთავრდა.მადლობა დიანას!!!ჩენი მთავრობა  ნამდვილად ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიული წინსვლისთვის ეს ტრენინგი ამის დასტურია.მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს კორპორაცია "ინტელს"!!!

No comments:

Post a Comment