Thursday, July 16, 2015
Sunday, June 28, 2015
ტრენინგის მე-9 დღე;რაც რამ ტრენინგი გამივლია გულწრფელად ვიტყვი,რომ ინტელის ტრენინგი მათ შორის ყველაზე საინტერესო და დატვირთული იყო.(თავიდან შემეშინდა კიდეც!)მაგრამ დიანამ იმდენად დაგვაინტერესა, რომ "შიშის"უფლება არ გვაქვს .....ახლა ბოლო დღეა ,სევდამ მომიცა,ამიტომ რომ ..........თუმცა იმდენად საინტრესო იყო ეს ყველაფერი,რომ ნამდვილად გავაკეთებ ანალოგიურ პროექტს და დიანას დახმარება ნამდვილად დამჭირდება.ძალიან მომეწონა მოდულების დეტალურად გაცნობა,შეფასების კრიტერიუმები,ფასილიტაცია ტექნოლოგიებზე და ყველა ის ინფორმაცია ,რომელზეც საკმაოდ ვიმსჯელეთ.შეიძლება ყველაფერი მაღალ დონეზე ვერ გავაკეთე,მაგრამ ვფიქრობ რომ კარგი გამოცდილება მივიღე რაც ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის გამრავალფეროვნებისათვის,შედეგიანი და ნაყოფიერი მუშაობისათვის,იმისთვის,რომ მომავალი თაობა ფუნდამენტურ ცოდნას მიიღებს. .საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ერთად მე და ჩემმა კოლეგებმა,იმდენად შეგვიყვარდა დიანა,რომ გვიჭირს მასთან განშორება!!! თუმცა ჭიათურის რძალია და ვფიქრობ ვნახავ ხოლმე!მომეწონა მისი მუშაობის სტილი ის ნამდვილი ფასილიტატორია და შედეგსაც აღწევს(ჩვენი "წვალება")ცოდნის მიღებით დამთავრდა.მადლობა დიანას!!!ჩენი მთავრობა ნამდვილად ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიული წინსვლისთვის ეს ტრენინგი ამის დასტურია.მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს კორპორაცია "ინტელს"!!!
ტრენინგის მე-8 დღე; შესანიშნავი დღე იყო,გუგლ-დრაივზე მასალების ატვირთვით დავიწყეთ მეცადინეობა ეს საკმაოდ სახალისო და საინტერესო სამუშაოა,დიანას მითითებით ამ საქმეს კარგად გავართვით თავი,ყველაფერი ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად გავაკეთეთ!!!შემდეგი თემა ფასილიტაცია ტექნოლოგიებით იყო,დეტალურად განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას და როგორ გვაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.განვიხილეთ,თუ როგორ დავსვათ კითხვები იმისთვის რომ წავახალისოთ მაღალი სააზროვნო უნარები.მოკლედ რომ ვთქვა საინტერესო,დღე გამოვიდა,როგორც დანარჩენი შვიდი......
ტრენინგის მე-7 დღე.დღევანდელი დღე პრეზენტაციებით დავიწყეთ,ერთმანეთის ნამუშევრებში კორექტირება შევიტანეთ.საინტერესო იყო.გავეცანით თუ როგორ დავხვეწოთ ჩვენი პორთფოლიო.მოვახდინეთ პროექტზე ადაპტირება და ჩვენზე ამორგება,განვიხილეთ მასწავლებლის სხვადასხვა ტიპი;კონკრეტულად აუდიალი,ვიზუალისტური,კინესთეტიკური,აინტრესოა.....დეთალურად გავეცანით გარდნერის კონცეფციას ინტელექტის შესახებ(10 სტილი)ბოლოს კი გუგლ-დრაივის ,ვირტუალური ფლეშ ბარათის დანიშნულებას ავეცანით.ყველაფერი ალიან საინტერესოა...
ტრენინგის მე-5 დღე.დღევანდელი დღე წინა ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამეორებით დავიწყეთ,კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების სტრატეგიებს.დეტალურად განვიხილეთ და საკმაოდ შინაარსიანი დისკუსიაც გავმართედ.განსაკუთრებით მომეწონა დროულად დასახმარებელი სტრატეგიები რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები.აგრეთვე ს აინტერესო იყო საუბარი საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული საკითა ახები და შევთანხმდით,რომ არასოდეს დავარღვევთ საავტორო უფლებებს.გნვიხილეთ სასწავლო პროცესში ინერნეტის გამოყენებასა და მის აუვილებლობაზე.(თუმცა აღვნიშნეთ არსებული პრობლემები)საინტრესო და სახალისო იყო ინსტრუმენტული მაკრატლის გამოყენება.ტრენინგი ძალიან დატვირთული ,მრავალფეროვანი და შრომატევადი გ ამოვიდა ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო რომ დრო თვალსა და ხელსშუა გაგვეპარა,აზარტში შესულებს დენმა დაინტერნეტმა გვიღალატა და დამთავრდა დღევანდელი დღე.........მაპატიეთ,გამომრჩა-გავაკეთეთ ბროშურები,არ ვიცი რამდენად კარგი გამომივიდა .......
ტრენინგის მე-4 დღე დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი ,საინტერესო და დაძაბული იყო...საინტერესო იყო პროექტის განსახორციელებლად საჭირო საკვანძო კითხვების განხილვა , შეკითხვების ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი,შეკითხების სწორად ჩამოყალიბება მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.გავეცანით მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალს.ასევე დეტალურად განვიხილეთშეფასების სხვადასხვა მეთოდის შექმნისა და გამოყენების სახელმძღვანელოს..კონკრეტულად ხუთ ძირითად კატეგორიას....ასე რომ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გამოვიდა ნამდვილად შედეგიანი,ვნახოთ რა იქნება ?!
ტრენინგის მე-3 დღე.
,დღევანდელი დღე დამოუკიდებელი მუშაობით დავიწყეთ.რაც წინა ორი მეცადინეობისას ვისწავლეთ დღეს დამოუკიდებლად გავაკეთეთ.ვისწავლეთ სურათების გადმოწერა ,გამოქვეყნება.თუმცა ინტერნეტი ნელია და პრობლემებსაც გვიქმნის, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც საინტერესო და სახალისო იყო.დიდი ინტერესით ვაკეთებდით ბუკლეტებს და ვმუშაობდით მის დიზაინზე...კიდევ ერთხელ გდავხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს,მიზნებსა და ამოცანებს,მოტივცია აგვიმაღლდა მე და ჩემს კოლეგებს და ვფიქრობთ,რომ პროექტი არამარტო დავწეროთ ,არამედ განვახორციელოთ კიდეც.........
,დღევანდელი დღე დამოუკიდებელი მუშაობით დავიწყეთ.რაც წინა ორი მეცადინეობისას ვისწავლეთ დღეს დამოუკიდებლად გავაკეთეთ.ვისწავლეთ სურათების გადმოწერა ,გამოქვეყნება.თუმცა ინტერნეტი ნელია და პრობლემებსაც გვიქმნის, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც საინტერესო და სახალისო იყო.დიდი ინტერესით ვაკეთებდით ბუკლეტებს და ვმუშაობდით მის დიზაინზე...კიდევ ერთხელ გდავხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს,მიზნებსა და ამოცანებს,მოტივცია აგვიმაღლდა მე და ჩემს კოლეგებს და ვფიქრობთ,რომ პროექტი არამარტო დავწეროთ ,არამედ განვახორციელოთ კიდეც.........
ტრენინგის პირველი,მე-2 დღე.ტრენინგზე გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და ამოცანებს.ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო და ყოვლისმომცველია ,რომ სურვილი მიჩნდება რაც შეიძლება მალე მოვიდეს შემდეგი ტრე ნინგის დრო, რომ ეს ყველაფერი მე თვითონ ვცადო და გავაკეთო ,თუმცა პრაქტიკულად შეიძლება გამიჭირდეს,მაგრამ ჩვენი ტრენერის ნებისყოფის იმედი მაქვს,ვიცი რომ საჭიროების შემთხვევაში ასჯერაც გამიმეორებსდა მასწავლის.მოკლედ რომ ვთქვა ყველაფერი ძალიან საინტერესოა!!!მეორე დღე პირველზე საინტრესოა ვისწავლეთ მონიშვნა,ბლოგების შექმნა,გავეცანით გამოცემის ნიმუშებს,ბუკლეტებს,გზეთებსა და ბროშურებს.ძალიან საინტერესოა რუბრიკები,რესურსების შაბლონები.მთავარი მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 21-ე საუკუნის მოაზროვნე ადამიანის აღზრდაა,სწორედ ჩვენი მოვალეობაა ხელი შევუწყოთ ასეთი ადამიანის ჩამოყალიბებას ეს დიდი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს და თავს ვალდებულად ვთვლი დიანას არცერთი სიტყვა არ გამომრჩეს..
Subscribe to:
Posts (Atom)